logo
ENG



ექსპერტი: ზედმეტი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ არის

12 მარ 202014:35
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა აუცილებელია, რომ მოქალაქეებმა ყველა ის რეკომენდაცია დაიცვან, რომელის კორონავირუსის პრევენციისთვის გამოიყენება.

ექსპერტ ირაკლი სანაიას განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება 60 წლის ზევით მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ, რადგან მათ უმეტესობას გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი აწუხებს.

„ზედმეტი პანიკის საფუძველი არ გვაქვს, მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში არ არის. განხორციელდა ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც საჭირო იყო. ცოტა ნაადრევია საგანგებო მდგომარეობაზე გადასვლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები განსაკუთრებით ყურადღებით 60 წლის ზევით ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ. ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, მატ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები და დიაბეტი. ასეთი პაციენტები თვითიზოლაციაში უნდა მოხვდნენ, მაქსიმალურად ერიდონ კონტაქტს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მთელი საზოგადოება სოლიდარული უნდა გახდეს ამ ქმედებების მიმართ“, - აცხადებს ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ირაკლი სანაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს და შესაბამისი გეგმით მოქმედებს. პრემიერის თქმით, მთავრობის ყველა უწყება, 24-საათიანი, საგანგებო მუშაობაზე გადადის. 


close დახურვა